გია ვოლსკი - გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისკენ

გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისკენ ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ქუთაისის მერის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი მერობის პერიოდში ქუთაისში ბევრი რამ გაკეთდა.

„პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა შესანიშნავი განცხადება ამასთან დაკავშირებით. რასკვირველია, ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისკენ. ადამიანური ფაქტორი არსებობს, რაც არ უნდა ადმინისტრაციული განხილვა მოვაწყოთ ნებისმიერი ვითარების, ბატონ ჭიღვარიას აქვს თავისი შეხედულებები, თავის ადამიანური მისწრაფებები, მიზნები და კომფორტულად სადაც იგრძობს თავს, იქით გადაწყვიტა წასვლა და როგორც თვითონ აცხადებს აკადემიურ საქმიანობას მიჰყოფს ხელს. რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდის წევრია, ბევრი რამ გაკეთდა მისი მერობის პერიოდში და რასკვირველია, ინტენსივობა არ მოიკლებს ჩვენი საქმიანობისა ქუთაისში, თუ მნიშვნელოვნად არ გაიზრდება“, - განცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა