გია ვოლსკი - საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი

საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისათვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ამერიკულ გამოცემა „დეილი სიგნალში“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია.

„ამერიკის შეერთებული შტატების არა მარტო სანდო პარტნიორი, არამედ ხარისხობრივად მაღალი დონის პარტნიორი საქართველო დიდი ხანია არის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია ჩვენი თანამშრომლობის პერიპეტიები. ასე რომ, არც ერთი გამოქვეყნებული სტატია არ უნდა გაგვიკვირდეს და არც ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური დონიდან გაკეთებული განცხადება. ეს არ არის თემა, რომელიც კეკლუცობისთვის გამოგვადგება, საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისათვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი“,- აცხადებს გია ვოლსკი.

პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ქვეყნის ჩართულობა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ოპერაციებში არ არის მხოლოდ „რაღაც წვლილი შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების თემაში“.

„ამ საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ვართ მართლაც სანიმუშო პარტნიორები ჩვენი მოკავშირეებისათვის. მათ შორის და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა