სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში „დემოკრატების“ მთავარი კანდიდატობისკენ გზა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუხსნა.

სანდერსმა მადლობა გადაუხადა მის საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ყველა თანამშრომელს.

„მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ბრძოლა „დემოკრატების“ ნომინაციისთვის არ იქნება წარმატებული და ასე რომ, დღეს მე კამპანიის შეწყვეტის შესახებ ვაცხადებ. ცოტა თუ უარყოფს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში იდეოლოგიური ბრძოლა მოიგო“, - განაცხადა სანდერსმა.

ბერნი სანდერსის წინასაარჩევნო კამპანია დასაწყისში საკმაოდ წარმატებული იყო და წინასაარჩევნო პრაიმერში რამდენიმე შტატშიც გაიმარჯვა. ის და ჯო ბაიდენი „დემოკრატების“ აშკარად გამოკვეთილი კანდიდატები იყვნენ, თუმცა კორონავირუსის კრიზისმა წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად შეაფერხა და პრაიმერის ჩატარება არაერთ შტატში გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა