ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა იქნება, თუკი კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზირებას მოახდენთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ არ მოახდინონ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზირება, როდესაც სამყაროს ერთიანობა ესაჭიროება.

გებრეიესუსი ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც ჯანმო-ს ჩინეთის მიმართ მიკერძოებული უწოდა და ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტითაც დაემუქრა.

„გთხოვთ, ნუ მოვახდენთ ვირუსის პოლიტიზირებას. ის თავის სასარგებლოდ იყენებს იმ უთანხმოებებს, რაც ეროვნულ დონეზე გაქვთ. თუკი გსურთ ექსპლუატაცია და გსურთ, რომ გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა გქონდეთ, მაშინ განაგრძეთ ასე. თუკი არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან“, - განაცხადა მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გებრეიესუსმა აშშ-სა და ჩინეთს მოუწოდა ითანამშრომლონ.

„ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთისკენ თითის გაშვერაში. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ გავერთიანდეთ“, - დასძინა მან.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ და კვლავაც განაგრძობენ მუშაობას დღე და ღამე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა