თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირი იცავს თუ არა თვითიზოლაციას, მობილური ტელეფონებით ამოწმებენ

თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შიდაიზოლაციის შემოწმება მობილური კავშირის ოპერატორების მეშვეობით დაიწყო. ამის შესახებ საუბარია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პროგრამა თვალს ადევნებს კორონავირუსით დაავადებული პირის ტელეფონის გადაადგილებას. თუკი ის გარეთ გავა, მის ტელეფონზე მივა გაფრთხილება, ასევე განხორციელდება სატელეფონო ზარი, რა დროსაც მას შეახსენებენ, იზოლაციის დაცვის აუცილებლობას. იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებული გაფრთხილებას არ დაემორჩილება და თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევას განაგრძობს, ამის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების ორგანოებს გადაეცემა და დამრღვევის მიმართ განხორციელდება აუცილებელი ზომები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა