კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი - ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან მქონდა, მამაოს გარდა

კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანის განცხადებით, მას ტაძარში მისვლისას ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, შეხება ჰქონდა მამაოსთან.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სასულიერო პირმა, სტიქაროსნის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ის სახლში გაუშვა.

"მამაო სულ მაფრთხილებდა, რომ როცა გაიგებ დაინფიცირების ამბავს, ეცადე რომ აღარ მოხვიდეო. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა მივედი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა. როცა გაიგო მამაომ ჩემი ამბავი, გამიშვა და მითხრა სახლში იყავიო. როცა ბაბუას დაუდგინდა კორონავირუსი, მე უკვე სახლში ვიყავი. მე არ ვიცი, მამაო იმყოფება თუ არა იზოლაციაში, მაგრამ მე მის გარდა არავისთან მქონდა კონტაქტი", - განაცხადა სტიქაროსანმა.

მისივე თქმით, ბაბუა ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება. ის კი დედასა და დეიდასთან ერთად ერთ-ერთ პალატაში.

როგორც სტიქაროსანმა თქვა, დედას აწუხებს უჰაერობა და სუნთქვის აპარატს იყენებს, ამასთან, სამივეს (დედას, მას და დეიდას) კი ორმხრივი ფილტვების ანთება აქვთ.

"სტაბილურად ვგრძნობ თავს, სიცხე არ მაქვს, არც ხველება და სხვა სიმპტომები. ფილტვების ანთება მაქვს. პირველად ბაბუა დაინფიცირდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, დედამ არაერთხელ დაურეკა სასწრაფოს, სამწუხაროდ, სასწრაფომ უარი გვითხრა გადაყვანაზე და დედაჩემმა გადაწყვიტა ბაბუა ჩაგვეყვანა ტაქსით კორპუსთან მდებარე კლინიკა "ჯერარსში". ფილტვებზე სურათი რომ გადაგვეღო და გაგვეგო რა სჭირს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ბაბუა ტაქსიში ჩავსვით, მოვიდა სასწრაფოს მანქანა, ის ტაქსიდან გადმოვიყვანეთ და გადაიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში", - განაცხადა სტიქაროსანმა.

როგორც მან აღნიშნა, მას ჰგონია, რომ 82 წლის ბაბუის დაინფიცირება ლიფტიდან მოხდა, სხვა მხრივ, მას და მესამე სართულზე მცხოვრებ ოჯახს შეხება არ ჰქონიათ.

"პირველი შემთხვევა იყო ჩვენს კორპუსში მესამე სართულზე და როცა ეს შემთხვევა გავიგეთ, დედაჩემმა დარეკა მერიაში, დეზინფექცია რომ გაეკეთებინა. მესამე სართულიდან გადაიყვანეს ცოლი, ქმარი და მათი ძიძა, ოღონდ ის სხვა კორპუსში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ამ ამბის შემდეგ დეზინფექცია ჩვენი სახსრებით ვერ ჩავატარეთ. სავარაუდოდ, მგონია, რომ დაინფიცირება მოხდა ლიფტიდან, რადგან ბაბუა ხშირად გადიოდა საყიდლებზე პურს, ჟურნალს ყიდულობდა და ამ მხრივ ლიფტი მგონია ინფიცირების წყარო. ერთმანეთის სახლშიც არ დავდიოდით სტუმრად და არც არაფერი. ბაბუამ პირველი სიმპტომის გამოვლენამდე ორი დღით ადრე თქვა, რომ სუსტად იყო. მას ეგონა რომ გაცივდა. ორი დღის შემდეგ იყო სუნთქვის უკმარისობა. კლინიკაში გადაყვანის მეორე დღეს როცა გავიგეთ ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩვენ ვითხოვეთ კარანტინში წავსულიყავით. სასწრაფომ გვითხრა უარი ტესტირებაზე სახლში იყავითო და იმკურნალეთო. ინფექციურშიც ვაპირებდით წასვლას", - განაცხადა სტიქაროსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა