მამუკა მამალაძე - ქუთაისის მერის გადადგომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების"  ხელისუფლებამ თვითმმართველობები გადააქცია ფიქციად

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თვითმმართველობები გადააქცია ფიქციად - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკური გაერთიანებიდან აცნობეს, პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მერი გადადგა ჩუმად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

"ეს არის მისი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, რადგან ქალაქის მერს არ მიაჩნია თავი ანგარიშვალდებულად საკუთარ ამომრჩეველს წასვლის მიზეზი განუმარტოს, თუმცა მისი ძალაუფლების წყარო ხომ ,,ქართული ოცნება’’ და მისი არაფორმალური მმართველია.

ჭიღვარიას გადადგომით ქალაქს არაფერი დააკლდება, რადგან არჩევიდან მალევე გამოჩნდა მისი და მისი გუნდის უუნარობა. ქუთაისის მოსახლეობას კარგად ახსოვს გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩავარდნილი და საეჭვო ტენდერები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები. უხარისხოდ, გაჭიანურებით და რამდენჯერმე გადაკეთებული პროექტების გრძელ სიას ქალაქის წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემის, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციისა და თეთრი ხიდის პროექტები ემატება. გიორგი ჭიღვარია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც წარუმატებელი და უნიათო მერი’’, - განაცხადა მამუკა მამალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო