ინფექციონისტის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 5 მცირეწლოვნის კი საყურადღებო

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ 5 პაციენტს პნევმონია აქვს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,“ - განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა კიდევ 13 პაციენტს ჩაუტარდება.

იხილეთ ვიდეო: ინფექციონისტის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 5 მცირეწლოვნის კი საყურადღებო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა