მეთიუ ბრაიზა - თუ ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, კორონავირუსის გამო, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება არ იქნება

თუ ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, კორონავირუსის გამო, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება არ იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განუცხადა.

მან ისაუბრა კორონავირუსის პანდემიის მიერ მოტანილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კუთხით, მსოფლიო უკვე მთლიანად იცვლება და რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება არსებული ვითარება, სავარაუდოა, რომ ცვლილებებს უფრო ღრმა ფესვები ექნება, ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის.

„თუ ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება არ იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ასეა თუ ისე, გეოპოლიტიკა გრძელდება, ხომ ასეა? აშშ-ს შეიარაღებული ძალები ლაპარაკობს იმაზე, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს ერაყში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეიძლება, ირანშიც; ომი კვლავ გრძელდება სირიაში, ლიბიაშიც. ასე რომ, ზედაპირის მიღმა, ყველაფერი ეს ხდება, მაგრამ მსოფლიოს „ტოპ“ ლიდერები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობის დღეები, როდესაც ერთად ვმუშაობდით გეოპოლიტიკურ გეგმაზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი პირადად ღელავდა საქართველოს თავისუფლებაზე, დამთავრებულია. თუმცა, ეს უკვე დამთავრებული იყო დონალდ ტრამპის დროს და მე ვიტყოდი, ბარაკ ობამას დროსაც კი“, - აღნიშნა ბრაიზამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა