ესპანეთის პრემიერი - ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება

ესპანეთის ბოლო მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემია და ქვეყანა ეპიდემიის დამარცხებას იწყებს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ცეცხლი კონტროლირებადი ხდება. ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

მან ქვეყნის მოსახლეობას და ყველა რეგიონს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა.

„გთავაზობთ ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის პაქტს. ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთის მხარდამხარ უნდა დადგეს“, - განაცხადა სანჩესმა.

ცნობისთვის, ესპანეთში კორონავრუსის 146690 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე ვირუსს ქვეყანაში 14 555 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთის პრემიერი - ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა