გიორგი გახარია - გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა

ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის როგორც უდიდესი ტრაგედია, ასევე უდიდესი იმედი.

„მე მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის კოვიდ 19-თან ბრძოლის ნაწილში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორია. 31 წლის წინ წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში.

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს კიდევ და კიდევ ეფექტური და წარმატებული.

მე მინდა ქედი მოვიხარო, როგორც თითოეული მათგანის მიმართ, ასევე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ, სხვა ბრძოლაში მინდა მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე - გიორგი გახარია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა