პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აშშ-ში მყოფი სკოლის 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეისი 10 აპრილს, შედგება.

„მინდა, პირველ რიგში, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს ადმინისტრაციას და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მადლობა გადავუხადო, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს კელი დეგნანს. ჩვენ ერთობლივად 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლის 79 მოსწავლე, რომლებიც დღეს აშშ-ში იმყოფებიან, ჩამოვიყვანოთ. მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10 აპრილს, შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე ამერიკული მხარე იღებს, ხოლო დოჰადან თბილისში ამ ბავშვების, არასრულწლოვნების, საქართველოში ჩამოყვანას ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩამოვიყვანთ ასევე სომხეთის 35 მოქალაქეს, ასევე სკოლის მოსწავლეს“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა