ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი აქვთ ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი აქვთ ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ.

როგორც მინისტრმა 112-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებს სიცხეს უზომევენ და ასევე, არის დამცავი საშუალებებიც.

„დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს კიდევ მოწყობილი. ხედავთ, სიცხეს უზომავენ, დამცავი საშუალებებიც არის, თუმცა მაინც რომ მოხდეს და აქ კერა აღმოჩნდეს, გვაქვს კიდევ ორი დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ მუშაობა. იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს”, - განაცხადა გომელაურმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს