პრემიერი - ტელემედიცინა მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს

სწორედ ტელემედიცინაა ის შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს უნდა დარჩეს სახლში, თუ უნდა მიმართოს სტაციონარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“ - ის მონახულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, 112-ის საშუალებით ამოქმედებული ტელემედიცინა სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი 9 სტაციონარი მიზნობრივად იყოს დატვირთული.

„ჯერ ერთი, ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც პირველივე სიმპტომების გაჩენისას შეუძლია აიღოს ტელეფონი, დარეკოს „112“-ზე და მიიღოს ტელემედიცინის მაღალი მომსახურება; მეორე - ვიცავთ სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ვიცავთ ჩვენს სტაციონარებს. სწორედ ეს ტელემედიცინაა ის შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა - ეს არის კოვიდ19, თუ ეს არის სხვა რამ. აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის გამოყოფილი კოვიდ19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იყოს ზუსტად მიზნობრივად დატვირთული,“ - განაცხადა გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა