ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხის ჩარიცხვა უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი მაგალითია

ბიძინა ივანიშვილის მიერ stopcov ფონდში თანხის ჩარიცხვა უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი მაგალითია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამავე პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ stopcov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას.

კობახიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, რასაც კომენტარი არ სჭირდება.

„ეს ის შემთხვევაა, რასაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ სჭირდება. თვითონ ფაქტი არის თავისი კომენტარიც. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, „ფონდი ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით. ესეც მორიგი მაგალითია ასეთი უპრეცედენტო ქველმოქმედების, რაც ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო