მამუკა მდინარაძე - 9 აპრილი საქართველოში ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 9 აპრილი არის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს.

„თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან. მაგალითთან, რომელზეც უნდა აღიზარდოს ჩვენი შვილები. მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით მოვიხსენიებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებს და გვარებს. ყოველთვის დიდი პატივით შეგვიძლია გავიხსენოთ ისინი ჩვენს შვილებთან, როგორც მაგალითი, თუ როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო