ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფ ორ ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათ მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში ორი მძიმე პაციენტია, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. რაც შეეხება ორ კოვიდინფიცირებულ პაციენტს, ორივე მათგანს პნევმონია აღენიშნება, თუმცა ჯერჯერობით არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 21-ვეს შემთხვავში ნეგატიური პასუხი მიიღეს.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთისათვის 60 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 21-ვეს შემთხვავში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, რომ, დაახლოებით, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. ჩვენ გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან და მათი მკურნალობა გრძელდება. ასევე გვყავს ორი კოვიდ-დადასტურებული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ბოქსებში. მათაც უტარდებათ მკურნალობა. ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა საბედნიეროდ, არც ერთს ჯერჯერობით მართვითი სუნთქვა არ სჭირდება, მხოლოდ ჟანგბადის ინტენსიური მიწოდების ფონზე ინარჩუნებენ სუნთქვის ნორმალურ კომპონენტს. მეორე კოვიდ-ინფიცირებული 3 დღის წინ დაგვემატა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ პნევმონია აქვს. მე როგორც ვიცი, მეორე პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს და პირველი პაციენტი ჩვენთან შემოსულია მარნეულიდან“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს