აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, სურსათი ასევე კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გადაეცემათ. შიდა ქართლის რეგიონში აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა