დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. როგორც ჭიჭინაძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 მნიშნველოვანი პრობლემაა, რომლის გადაჭრაზე მმართველმა გუნდმა უნდა იზრუნოს.

მათ შორის: უმუშევრობა, რეალიზაციის ვარდნა, ქვეყანაში უზრუნველყოფის ლიკვიდურობის პრობლემა, იმპორტის დომინირება და კრიმინალის ზრდა.

„პირველი ტალღა, რომელიც დღეს უკვე დაწყებულია, ეს არის უმუშევრობა ქვეყანაში - ამდენი ხნის მანძილზე არარსებული შემოსავლების გამო, კრედიტის გადახდის უუნარო ადამიანები, რასაც ავტომატურად უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა და ზოგადად, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები მოყვება.

დღეს, რეალურად გაჩერებულია ყველაფერი, საავადმყოფოების, სააფთიაქო, საკვები ქსელების გარდა. ადამიანები, ამ მიმართულებების გარდა, ქვეყანაში ვეღარ ახორციელებენ სრულყოფილ საქმიანობას. მათი შემოსავლები ვარდება და ვერც დამქირავებლები გადაუხდიან ფულს.

შესაბამისად, გვყავს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დიდი არმია, რომელთაც მალე ამოიწურებათ ის მცირე დანაზოგებიც, თუ საერთოდ არსებობდა. უკეთეს შემთხვევაში, მაისში მაინც თუ მოხდება ამ გაჩერებული ობიექტების ჩართვა ქართულ ეკონომიკაში, ამ ობიექტებს პრობლემები მაინც ექნებათ. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მთელი ამ დროის განმავლობაში დაკარგულ შემოსავლებს მათ ვერავინ დაუბრუნებს და მეორეც, პრაქტიკულად ყველა გაჩერებულ ორგანიზაციას აქვს კრედიტი. ამ ვალდებულებებს კი, მხოლოდ თავისი შემოსავლებით ემსახურებიან რა პასუხი გააჩნია ამაზე ხელისუფლებას? რა მეთოდების გატარებას აპირებს და არსებობს თუ არა გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო ადგილი დავკარგოთ და ამხელა დანაკარგებსაც ავცდეთ?

2. მეორე ტალღა, ეს გამოიწვევს ბაზარზე მსყიდველობითი უნარის ვარდნას, ანუ არ იქნება მოთხოვნა. რასაც მოყვება რეალიზაციის ვარდა - არ იქნება რეალიზაცია, ვერ აღდგება ისედაც მცირე წარმოება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებობს. წარმოების გაჩერება გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და სამუშაო ადგილების შემცირება ისევ გამოიწვევს მსყიდველობითი უნარის, ანუ, მოთხოვნების შემცირებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება დეპრესიული მარყუჟი.

ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებისთვის მაინც, ვინც მოახერხებს გადარჩენას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, გვქონდეს გარკვეულწილად ჩამოყალიბებული გეგმა, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს.

ანუ, არსებობს თუ არა ამ საწარმოების (იქნება ეს წარმობები, სამშენებლო სექტორი...) ფინანსური დახმარების გეგმა, რომელშიც ეს ადამიანები არიან დასაქმებული, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს და გარკვეულ წილად მოვახერხოთ ნორმალური ცხოვრების რიტმის შენარჩუნება. თუ ეს ვერ იქნა მიღწეული და დავკარგეთ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, მაშინ ეკონომიკას უკვე დაემუქრება დეფლაციური შოკი, რომელიც ბევრად კატასტროფულ შედეგს მოიტანს ეკონომიკისთვის, ვიდრე ინფლაცია. დეფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც არამრავალფეროვანი ეკონომიკის კიდევ უფრო გაერთგვაროვნება და პრაქტიკულად დეპრესია. თუ არის ყველა ეს პრობლემა დაყენებული დღის წესრიგში და რა გაწყვეტილებას გვთავაზობს მთავრობა?

3. ქვეყანაში უზრუნველყოფის ლიკვიდურობის პრობლემა დადგება.

ყველაფრის ფასი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაიწყებს ვარდნას. ანუ, ბანკებში ჩადებული უზრუნველყოფები იქნება გადასაფასებელი.

არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც უნდა გაატაროს ეროვნულმა ბანკმა, რათა დაიცვას ჩვენი მეანაბრეები? რადგან ვარდნასთან ერთად ბანკებს შეექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემები და ის ხალხი, ვინც დღეს მეანაბრეა, მათ ანაბრებს შეექმნებათ პრობლემები, რადგანაც გაცემულ სესხებს შეექმნებათ პრობლემები.

ანუ, დღესვე უნდა გამოცხადდეს ეროვნული ბანკის და მთავრობის ერთობლივი, მიზანმიმართული გეგმა, რათა ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული. ლიკვიდურობის პრობლემა კი, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც ჩვენ ეკონომიკის გაჩერების შედეგად მივიღებთ.

ამიტომაა ეს განსასაზღვრი და მკაფიოდ სათქმელი, ადამიანებში რომ არ გამოიწვიოს პანიკა, რომ ისინი დაკარგავენ ანაბრებს. ამას გარდა, რეალურად შეიზღუდება თუ არა ის არაპროფილური საქმიანობა, რომელსაც კანონის აკრძალვის მიუხედავად, დღეს ყველა კომერციული ბანკი ეწევა? რადგან დღევანდელ პირობებში მათი არსებობა ბაზარზე ნიშნავს იმას, რომ სხვა ყველა კონკურენტის განადგურება მოხდება. იმიტომ, რომ ახალი ფინანსური რესურსი არავისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი ბანკების გარდა, ბანკები კი, მათთვის საინტერესო ბიზნესებს ძალიან მარტივად ან მიითვისებენ, ან კონკურენტებს გააკოტრებენ. აქიდან გამომდინარე, აპირებთ თუ არა რეალურად ბანკებს აუკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და მათი ძალისხმევა მიმართოთ დაფინანსებაზე და არა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ბიზნესის კეთებაში. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ყველასთვის არის ცნობილი, რაზეც ვსაუბრობ,“ - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის თქმით, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება ღვინის ექსპორტი, განსაკუთრებით რუსეთში და ვერ მოხერხდა ბაზრების დივერსიფიცირება, როდესაც ამისთვის „არნახულად დიდი ფულია დახარჯული.“

„ორ თვეზე მეტია ქვეყანა იმყოფება უმძიმესი გამოწვევების პირობებში, სრული სიმძაფრით ვიგრძენით სასურსათო უსაფრთხოების არსი და მნიშვნელობა. იმპორტის დომინირება 80 -20 % კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას და დღის წესრიგში დგება სასწრაფოდ ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედება, (თვენახევარი საკმარისი ვადაა მის შესაქმნელად ) სადაც გაწერილია მოქმედების გეგმა-პროგრამა, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაზღვრული და შესწავლილია ოპერატიული სურათი, გაკეთებულია სიტუაციური ანალიზი გამოკვეთილია მთავარი მიმართულებები, ჩატარებულია შესაძლებლობების კვლევა და გაცემულია ოპერატიული დავალებები პასუხისმგებელ პირთა ჩვენებით.

სოფლის მეურნეობის მთავარი რესურსი მიწა შეიძლება ითქვას მართვის გარეშეა დარჩენილი, რაც ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, შესაბამისად, საინტერესოა რა დავალებები და ნაბიჯები იქნა გადადგმული მისი ეფექტურად და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით.

მოგეხსენებათ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს თესვა, თუ გაქვთ ოპერატიული ინფორმაცია ადგილებზე პროცესის მიმდინარეობაზე. რა დამატებით აქტიურობას ანხორციელებს მთავრობა. მინდა შეგახსენოთ, რომ კარტოფილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის ნათესი ფართობები ყოველწლიურად იკლებს და 2019 წელს მან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 32,2 ათასი ჰექტარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს მონაცემი 2012 წელს იყო 52,6 ა. ჰ, ხოლო 2015 წელს 43,8 ა.ჰ . სასათბურე მეურნეობებში არსებული ვითარების და პროდუქციის მოწოდება-რეალიზაციის მონაცემები. არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნიდან ახალგაზრდა, მცირეწონიანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყვანის შეზღუდვაზე.

რა სურათი და პრობლემები გვაქვს იმპორტის კუთხით, შეგახსენებთ მთელი რიგი ქვეყნები დროებით ზღუდავს პროდუქციის გატანას, რაც დამატებით თავსატეხს უჩენს ჩვენისთანა ქვეყნებს. 2019 წელს თითქმის ნახევარი მილიარდია დახარჯული სასურსათო კალათის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე როგორიცაა: ხორბალი, ხორცი, რძის პროდუქტები, შაქარი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. რამდენად შესწავლილია საკითხი და სად ველოდებით დეფიციტს. რა ზომებს ვიღებთ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია გამჭვირვალეთ და ტრანსფარანტულად ვისაუბროთ იმპორტის 9 სასურსათო პროდუქტის დასუბსიდირებაზე, რადგან გაჩნდა მრავალი კითხვის ნიშანი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა.

ჩემი ინფორმაციით, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება ღვინის ექსპორტი, განსაკუთრებით რუსეთში. რატომ ვერ მოხერხდა ბაზრების დივერსიფიცირება, როდესაც ამისთვის არნახულად დიდი ფულია დახარჯული. ვერ მივიღებ განმარტებას, რომ ექსპორტის გეოგრაფია გაიზარდა.

გაქვთ თუ არა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, რადგან მომავალში ახალი დარგობრივ-მიზნობრივ პროგრამების განხორციელება დაუშვებელია უკვე არსებულის შედეგების გაანალიზების გარეშე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პრიმიტიულ, არაფრისმომცემ, ფრაგმენტულ აქტიურობებს და გადავიდეთ პროექტების კომპლექსურ მოდელებზე, სადაც პროცესის მიზან-შედეგობრივი კავშირი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

რამდენად ვაკონტროლებთ ამ მძიმე რეალობაში საბანკო-საფინანსო სტრუქტურების მოქმედებას. დაფინანსების პროცენტები გაზრდილია ან შეზღუდულია, ლიზინგი შეჩერებულია ან სახეცვლილი, ზოგადად ჩვენ ქვეყანაში იგი ჩვეულებრივ მაღალპროცენტიან სესხს დაემსგავსა. რა აზრის ხართ ბანკირების ახალ იდეაზე 3 მილიარდი მიიღონ პროცენტის დასაფინანსებლად?

თუ დღეისთვის არ არსებობს ანტიკრიზისული დოკუმენტი დარგის განვითარების, საინტერესოა რა ვადებში

5. კრიმინალის ზრდა - როდესაც ცხოვრების დონე იწყებს ვარდნას, ეს იწვევს კრიმინალის ზრდას. რა ქმედითი ღონისძიებები იგეგმება ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავიქცეთ დამსჯელ მექანიზმად? რას ვაკებთ პრევენციის თვალსაზრისით, რა შეიძლება შემოვიღოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თუნდაც ის მცირე უზრუნველყოფა, რომელიც მათ ყაჩაღებად არ აქცევს? რადგან, როდესაც შიმშილი მოდის, ეს შეიძლება ქუჩაში დაპირისპირებებშიც კი გადავიდეს და ეს პრობლემა დღეს, ჩვენ კი არა, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს უდგას, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს