აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

გლდანში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 5-9 წლამდე ასაკის 19 მოზარდს აფხაზეთის სულიერების ცენტრის მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ყუთებიც დაურიგდათ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, გლდანში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო რამდენიმე დღეა კარანტინში იმყოფება. მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ასევე 5-9 წლამდე ასაკის 19 მოზარდს აფხაზეთის სულიერების ცენტრის მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ყუთები დაურიგდათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა