„ეხო კავკაზა” - თურქეთი მზადყოფნას გამოთქვამს სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა კონტანტინოპოლის სომეხ პატრიარქთან საუბრისას განაცხადა. ერდოღანმა სომხეთს ასევე დახმარება აღუთქვა სომხეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხში.

ჯერჯერობით ერევანში საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსი 921 მოქალაქეს დაუდგინდა. გარდაცვლილია 10 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში თურქეთსა და სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობებია. სომხეთი ოსმალეთის იმპერიას სომეხ ხალხთა გენოციდში ადანაშაულებს, რომელსაც მილიონზე მეტი სომეხის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაძაბულობას ზრდის ასევე ანკარას პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა