ვეტერანების დასახმარებლად აქციები გრძელდება

აჭარაში მცხოვრებ მარტოხელა, მხცოვან, მკვეთრად გამოხატული შშმ და მრავალშვილიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სასურსათო კალათებს გადასცემენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მუშაობას აგრძელებს და კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას უწევს უწყების შეჭირვებულ და ასაკობრივი რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს.

„მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მუშაობას აგრძელებს და კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას უწევს უწყების შეჭირვებულ და ასაკობრივი რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს.

დღეს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, თანამშრომლებთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანადგომით, სასურსათო კალათებს გადასცემს რეგიონში მცხოვრებ მარტოხელა, მხცოვან, მკვეთრად გამოხატული შშმ და მრავალშვილიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს!” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა