დონალდ ტრამპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტედროს ადჰანომ გებრიესუსმა ამერიკის ლიდერს საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია.

„ისინი ამბობენ, ბევრად მეტი ცხედრების ჩანთა იქნებაო... ტედროს ადჰანომ გებრიესუსი ბევრად უკეთესად მოემსახურებოდა იმ ხალხს, რომელთათვისაც უნდა ემსახურა, სწორი ანალიზი რომ გაეკეთებინა. ყველაფერი მიკერძოებული იყო ჩინეთის მისამართით", - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, მას ორგანიზაციისთვის რომ დაეჯერებინა, საზღვრები არ უნდა დაეკეტა.

„მას უნდოდა, რომ საზღვრები არ დამეკეტა. მე მაინც დავკეტე საზღვრები, რაც რთული გადაწყვეტილება იყო იმ დროისთვის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მივიღეთ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ორგანიზაცია აშშ-ს უსამართლოდ მოექცა.

„ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან“, - დასძინა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა