ქეთევან ციხელაშვილი - დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ერთია კოვიდინფიცირებული

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება და მათგან ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულია.

მინისტრის თქმით, საფრთხის დონე აფხაზეთში ერთი საფეხურით აწეულია.

„დღეის მდგომარეობით სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთში დადასტურებულია ორი შემთხვევა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან. რამდენიმე პირი არის კარანტინში. გაგრაში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოცხადებულია „კომენდანტის საათი“. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ამ მონაცემებზე ვსაუბრობთ, ვერ გვექნება 100%-იანი გარანტია, რომ ეს არის აბსოლუტურად ზუსტი მონაცემები იმიტომ, რომ მათი ვერიფიკაცია ოკუპაციის მდგომარეობის გამო არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრთხის დონე ერთი საფეხურით აწეულია, რამდენადაც ამ კონკრეტულ პირებს, ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰქონდათ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, როგორც მან ასევე აღნიშნა, რუხის კლინიკა რამდენიმე დღეში მზად იქნება კოვიდინფიცირებული პაციენტების სამართავად.

„დღეის მდგომარეობით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება. ამ პირებს შორის არის, ერთი კოვიდინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც საკარანტინო ზონაში არიან, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ამ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი და სჭირდებათ ეს ყველაფერი ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და ვეხმარებით ჩვენს მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით. რუხის კლინიკა, ფაქტობრივად, ამ კვირის ბოლოდან მზადყოფნაშია, როგორც პირველ ეტაპზე საკარანტინე სივრცე და რამდენიმე დღეში მზად იქნება უკვე, როგორც კოვიდ-პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა