პრეზიდენტი - მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი  ვერ მივიდოდა - ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი

მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება არსებული ვითარების გამო.

„დღეს 9 აპრილია. ესაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ არ გავიხსენოთ. ამავე დროს, დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით.

ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდევაც სახლში უფრო გავიაზროთ, რაც ნიშნავს ეს დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის თუ რამდენად მძიმე და ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო