სალომე ზურაბიშვილი  - ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სოლიდარობაა - სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს

ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოლიდარობა. ის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო საქართველოს კულტურისა და ღირებულებების დამახასიათებელი თვისება.

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი სოლიდარობა კიდევ დასჭირდება, ვინაიდან, წინ დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეებია.

„ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოლიდარობა, რომელიც გამოვიჩინეთ: საზოგადოებამ გამოიჩინა, ჩვენმა კერძო სექტორმა გამოიჩინა, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინა სოლიდარობა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე გავრცელდა ყველა საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს. გამოვიჩინეთ სოლიდარობა ემიგრანტების მიმართ, როდესაც ვაბრუნებთ მათ. ეს არის ის საიდუმლო იარაღი, რაც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა იმიტომ, რომ ამ დიდ კრიზისს კიდევ მოყვება ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეები. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდეგ ეტაპსაც ერთიანად დავხვდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა