პრეზიდენტი - არ შეიძლება ერთიანობის დარღვევა, ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება, რომელიც არაფერზე არ არის დაყრდნობილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს არ შეიძლება ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების კეთება.

როგორც პრეზიდენტმა მიმართვაში აღნიშნა, ეს არ შეიძლება, რადგან არღვევს ყველაზე მთავარს - სოლიდარობას, რითაც, მისივე თქმით, გადავრჩებით.

„თქვენ იცით ყველამ, რომ არასოდეს არ ვპასუხობ თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე როცა არის პირდაპირი შეტევა თუ შეურაცხყოფა, მაგრამ არ შემიძლია ერთი სიტყვა არ ვთქვა იმ არასერიოზულ, პასუხისმგებლობას მოკლებულ ზოგ პოზიციებზე, ზოგი პოლიტიკური ძალებისგან, არც ვიცი პოლიტიკურები არიან ესენი თუ არა. არ შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, არ შეიძლება ერთიანობის დარღვევა, არ შეიძლება ნიშნის მოგებით განცხადებების გაკეთება, პოპულისტური განცხადებების, რომელიც არაფერზე არ არის დაყრდნობილი და ამით ადამიანების შეყვანა შეცდომაში არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არღვევეს სწორედ იმას, რაც არის მთავარი - სოლიდარობა, ერთიანობა, რითაც ჩვენ ხვალ გადავრჩებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს