სალომე ზურაბიშვილი - წელს ეკლესიაში ვერ მივალ, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი

ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კანონს ვერ დაარღვევს და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს.

„3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე, ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს ვერ მისცემს. ჩვენ, ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ვილოცებთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ის იქნება ჩვენი, ასევე ჩვენი რწმენის გამარჯვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო