დავით ზალკალიანი - არ შეიძლება არ გეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსი, რომელიც არის  ჩვენი მთავარი დონორი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობასა და ხალხისთვის განკუთვნილ ღია წერილს გამოეხმაურა.

მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის და განხორცილებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა.

მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა დიდწილად, რომ საქართველო ყველაზე უფრო მომზადებული შეხვდა პანდემიას, ხოლო ის მეთოდები და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა ყველა მთავარი პარტნიორის მიერ აღიარებულია როგორც ერთ -ერთი ყველაზე წარმატებული.

„არ შეიძლება არ გეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსი, რომელიც არის ჩვენი მთავარი დონორი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული.

ბუნებრივია, ეს შეფასებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სოლიდარობა და დახმარება, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება, იქნება საგნობრივი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგების მომტანი და დაგვეხმარება, ყველა პარტნიორთან ერთად, პრობლემის დაძლევაში, და ამ კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლერებული გამოვალთ“, -განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა