ნათია თურნავა  - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის იმედი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის აქვს და უნდა ჰქონდეს ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის იმედი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ქველმოქმედი, რომელიც სწორედ მაშინ უდგას ქართველ ერს გვერდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არაერთხელ დადასტურდა და ახლაც, როდესაც ასეთი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ეს იყო ძალიან საჭირო, დროული დახმარება და უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს