გია ჟორჟოლიანი - ჩვენ მივესალმებით „ქართუს“ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიმდინარე კრიზისთან გამკლავების საქმეში

როგორც ცნობილი გახდა, ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონი ლარი გადარიცხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიმდინარე კრიზისთან გამკლავების საქმეში. ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, თანამემამულეებსა და ქვეყანაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. მისი თქმით, მხოლოდ პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების ფარგლებში თანამონაწილეობით მოხერხდება იმ რთული კრიზისის დაძლევა, რომელშიც საქართველოა.

„24 მარტს ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაღალ შემოსავლებზე დროებით შემოღებულ იქნეს სავალდებულო გადასახადი და მობილიზებული თანხები მოხმარდეს იმ ადამიანთა (ოჯახების) სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას, რომელთაც კრიზისის გამო პრაქტიკულად დაკარგეს საარსებო წყარო. თუ ეს განხორციელდება, თუნდაც პროცენტულად ბევრად უფრო დაბალი წილით მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში (როგორც ეს ჩვენ დავიანგარიშეთ, იხ.: https://bit.ly/3c5gJLW ), ვიდრე ეს გააკეთა ფონდმა „ქართუმ“, შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად დაახლოებით 50-60 მილიონი ლარის მობილიზება.

არ შეიძლება საერთო საქმეზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ (ან რამდენიმე) ადამიანს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, თუ გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, და მონაწილეობა მივიღოთ საერთო საქვეყნო გადაწყვეტილებებში, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა ვიკისროთ. მან მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დღის წესრიგში დააყენოს ინიციატივის განხილვა საყოველთაო სავალდებულო შენატანის თაობაზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "სოციალ-დემოკრატებიდან" აცნობეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა