StopCoV ფონდში 124 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.

„შენატანები განახორციელეს შემდეგმა პირებმა და კომპანიებმა: ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“, 100 მლნ ლარი; L-ჯორჯია, 50 ათასი ლარი;M B G * ემ-ბი-ჯი, 30 ათასი ლარი; გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედი“, 40 ათასი ლარი; ემენ ქემიკალ ჯორჯია, 30 ათასი ლარი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, 22 ათასი ლარი; შპს ”ბრიკო კავკასუს”, 20 ათასი ლარი; შპს ევროცემენტი, 20 ათასი ლარი; ქაშანური, 20 ათასი ლარი; ლიბო გრუპი, 10 ათასი ლარი; დავით ზილფიმიანი, 10 ათასი ლარი; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი; თამარ ტალიაშვილი, 10 ათასი ლარი; გაზმშენი, 10 ათასი ლარი; Richmountain Geo Export, 10 ათასი ლარი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, 5 ათასი ლარი; ზაზა ინასარიძე, 5 ათასი ლარი; შპს „სანდა“, 5 ათასი ლარი; თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირი, 5 ათასი ლარი; ონკოპრევენციის ცენტრის კავშირი, 5 ათასი ლარი; შპს „ეკონია“, 5 ათასი ლარი; დავით კილაძე, 3 ათასი ლარი; შპს ,,ხელვაჩაურის პურპროდუქტები", 3 ათასი ლარი.

ამასთან, "ქართული ოცნების" მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

ასევე, სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა