რუსლან აბაშიძე - საქართველოს მოსახლეობის ერთობის და თავდადების შედეგია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოა

ერის ერთობის შედეგად მოხერხდა თავისუფლების მოპოვება და დღესაც, 21-ე საუკუნეში ანალოგიური გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა,-ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული განცხადებით რუსლან აბაშიძემ 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა.

„ეს ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის თავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ ყოველი ჩვენთაგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს.

საქართველოს მოსახლეობის ერთობის და თავდადების შედეგია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც სტაბილურად იმკვიდრებს ადგილს ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში.

ერის ერთობის შედეგად მოხერხდა თავისუფლების მოპოვება და დღესაც, 21-ე საუკუნეში ანალოგიური გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში.

ვაფასებთ ჩვენი გმირების თავგანწირვას და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას!“-აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა