აშშ-ის საელჩო - მოხარული ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს - მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ლუგარის ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია.

როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ მოუთმენლად ელის საქმიანობის გაგრძელებას, რათა განმტკიცდეს აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით.

“ლუგარის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით აშენდა, საქართველოს მთავრობის მფლობელობაშია და მის მიერ იმართება. აღნიშნული ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია. მოხარული ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო