მარინა ეზუგბაია - ჩვენთან რეგისტრირებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით კორონავირუსზე ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანთან პასუხი ნეგატიური იყო.

„ამ დროისთვის გვაქვს 218 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრიდან დღეს დილით ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველასთან ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ჩვენთან რეგისტრირებულ პაციენტებს COVID19 არ დაუდასტურდათ“,-აცხადებს ეზუგბაია.

სასულიერო პირების კორონავირუსზე შესაძლო შემოწმების საკითხის კომენტირებისას მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვალსაზრისითაც ისინიც შეამოწმონ.

„შესაძლოა თქვენი დატესტვაც იყოს საჭირო, რადგან ასეთი შეკრებები, როგორზეც საუბარია, გარკვეულწილად მიუღებელია. ასეთი სახის ტესტირებას დაავადებათა კონტროლი განსაზღვრავს. შეგიძლიათ შეეკითხოთ ბატონ ამირან გამყრელიძეს ან ბატონ პაატა იმნაძეს. დაზუსტებით ისინი მოგაწვდიან ინფორმაციას“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 218 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა