უნგრეთის პრემიერი - ეს აღდგომა განსხვავებული იქნება წარსულისგან, საკარანტინო ზომების დაწესება გონივრული იყო

უნგრეთმა, კორონავირუსის შესაჩერებლად, საყოველთაო კარანტინი განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა და მოქალაქეებს სთხოვა, რომ აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, მითითებები დაიცვან.

„ეს აღდგომა განსხვავებული იქნება წარსულისგან. საკარანტინო ზომების დაწესება გონივრული და წარმატებული იყო, რადგან მან ვირუსის გავრცელება შეაფერხა“ , - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება კარანტინის შენარჩუნების საკითხს პერმანენტულად გადახედავს.

უნგრეთში კორონავირუსით 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული, 66 კი - გარდაცვლილი. უნგრეთმა მოქალაქეების სახლიდან გარეთ გასვლაზე შეზღუდვები მარტში დააწესა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს