მარინა ეზუგბაია - ოთხი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ყველა მათგანი შემოტანილ შემთხვევას უკავშირდება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი პაციენტი ბათუმში იმყოფება, ხოლო ორი ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას.

„დღეს, დილის შემდეგ, 4 დადასტურებული შემთხვევა დაემატა. 214 ინფიცირებული იყო და 218 გახდა. ოთხივე შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა. ინფიცირებულთაგან ორი პაციენტი არის ბათუმში და ორი ჩვენთან. ერთი უკვე გადმოყვანილია და მეორეს შემოიყვანენ. როდესაც პაციენტებს ჩვენთან შემოიყვანენ და გაფართოებულ კვლევებს ჩავატარებთ, მერე გეტყვით, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დროისთვის გვაქვს 218 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრიდან დღეს დილით ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველასთან ნეგატიური პასუხი მივიღეთ“,-აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 218 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს