მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტიდან, რომელთაც პნევმონია აქვთ,  განსაკუთრებით მძიმე არის 2 პაციენტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, მათ ცენტრში COVID19-ით ინფიცირებული 34 პაციენტია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალსტებს განუცხადა, კლინიკაში წევს 7 პაციენტი, მძიმე პნევმონიით, მათგან განსაკუთრებით მძიმე 2 პაციენტის მდგომარეობაა.

„ამ 7-პაციენტიდან განსაკუთრებით მძიმე არის 2 პაციენტი, რომელთა დაავადებაც გარკვეულწილად, პროგრესირებს. ჯერ სტაბილიზირება ვერ იქნა მიღებული. დანარჩენი ხუთი პაციენტის შემთხვევაში სტაბლიზაცია მიღებულია და აქედან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება გამოჯანმრთელების პროცესი“, - განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ გამოჯანმრთელების თვალსაზრისით კი პაციენტების ტესტირება შემდგომ დღეებში დაიწყება.

გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

„შესაძლოა თქვენი (ჟურნალისტების) დასტესტვაც იყოს საჭირო, იმიტომ, რომ ასეთი შეკრებები, ალბათ როგორც ლაპარაკია, მიუღებელია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად 3, 10 კაცზე მეტს წარმოადგენს. ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრას აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში სწრაფი მარტივი ტესტებით კვლევა არ სჭირდებათ და ამ მეთოდს საჭიროები შემთხვევაში მიმართავენ.

„მე მოგაწოდებთ ჩემი დაწესებულების ანალიზს. იცით, რომ ჩვენს ცენტრში კეთდება კვლევა pcr დიაგნოსტიკით, ეს არის ოქროს სტანდარტი. აქედან გამომდინარე მე ამ ეტაპზე არ მჭირდება სეროლოგიური კვლევა ან სწრაფი მარტივი. თუ ამის საჭიროება დადგება, ამ შემთვევაში ჩვენთან ჩატარდება სწრაფი მარტივი მეთოდით, მაგრამ ჩვენთან ჩვენი ლაბორატორია აბსოლუტურად უზრუნველყოფს ყველაზე სწორ ადეკვატურ pcr კვლევას ცხვირ-ხახის ნაცხზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო