გიორგი მარგველაშვილი - ჩაგვრა, ძალადობა, დარბევა, შანტაჟი, თვალთვალი, პროვოკაცია, ინსინუაცია - ის ბოროტებაა, რომლისგანაც ნებისმიერ ეპოქაში უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!

ჩაგვრა, ძალადობა, დარბევა, შანტაჟი, თვალთვალი, პროვოკაცია, ინსინუაცია - ის ბოროტებაა, რომლისგანაც ნებისმიერ ეპოქაში უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა! - ასე იხსენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიას.

მისი შეფასებით, 9 აპრილი საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოში სისტემისადმი რეალური გაუცხოების თარიღია.

„31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები. ასობით ადამიანი დაზიანდა, ოცდაერთი გარდაიცვლა. დღეს ბევრი ამ ტრაგედიას საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოში სისტემისადმი რეალური გაუცხოების თარიღად მიიჩნევს; ეს მართლაც ასეა. თუმცა, ჩემი კითხვაა: მე-11 არმიის ოკუპაციის, ორჯონიკიძის, ლენინის, წითელი ტერორის, სტალინის, გულაგების, ბერიას, 37-ის წმენდის, 9 მარტის სპეცოპერაციის, ბრეჟნევის და ფსიქიატრიულებში ჩამწყვდეული დისიდენტების მომსწრე საზოგადოებას რა დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა საბჭოთა სისტემის ბოროტებაში დასარწმუნებლად? რატომ ხდება, რომ "თვალები აქვთ და ვერ ხედავენ"? ამიტომ, დღეს როდესაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას, იმავდროულად ვიაზრებთ, რომ ჩვენი მომავლის დასაცავად არ გვაქვს უფლება ვერ ვხედავდეთ, ფარისევლურად ვატყუებდეთ საკუთარ თავს ან საზოგადოებას. ჩაგვრა, ძალადობა, დარბევა, შანტაჟი, თვალთვალი, პროვოკაცია, ინსინუაცია - ის ბოროტებაა, რომლისგანაც ნებისმიერ ეპოქაში უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!“,-წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა