აშშ-ის საელჩო - ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში

ლუგარის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში მხარს უჭერს. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ საქართველოსთან ერთად მუშაობს, რათა ქვეყანაში დიაგნოსტიკური კვლევის შესაძლებლობები გააფართოოს.

გარდა ამისა, აშშ მოუთმენლად ელის საქართველოსთან საქმიანობის გაგრძელებას, რათა მხარეებს შორის პარტნიორობა განმტკიცდეს და მათ ერთად შეძლონ რეგიონში ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირება.

„რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ $150 მილიონით დააფინანსა (აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ზედამხედველობით) ცენტრს ფლობს და მართავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც უძღვება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში, ეფექტურად მართა შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, მათ შორის, ტესტირების შეზღუდული რესურსების სათანადო და კეთილგონივრული გამოყენება, პროაქტიული დაგეგმვა და დაავადების მონიტორინგი, საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, და კოორდინირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გადაწყვეტილებების განსასაზღვრად. ამ წარმატებების მიღწევა, დიდწილად, შესაძლებელი გახდა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, საელჩოს, თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან, რადგანაც გრძელვადიანმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში, პარტნიორობის ჩამოყალიბებამ, ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარებამ და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებამ უზარმაზარი შედეგი გამოღო ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სწრაფად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა ტესტის რეაგენტები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„ადრეული და ზუსტი გამოვლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეზე რეაგირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და უზრუნველყოფს ინფექციის კონტროლირებად დონეზე მართვას (გავრცელების ტემპის შემცირებას) ჰოსპიტალური შესაძლებლობების ფარგლებში. საქართველოს დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამ ღონისძიებების განხორციელებაზე გამოყენებული დრო, თანმშრომლების განათლება და საექსპერტო ცოდნა სრულად შეესაბამება დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ანალოგიურ დაწესებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G) უშუალოდ არ მონაწილეობდა COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირებაში, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის, აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატის (USAMRD-G), საელჩოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამხორციელებულმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და კვლევით პარტიორობაში, საექსპერტო ცოდნის გადაცემასა და ტრენინგებში, შესაძლებელი გახადა ეს წარმატება. აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), ასევე, ინტენსიურად მუშაობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და სხვა ამერიკელ პარტნიორებთან, რათა გააფართოოს საქართველოს დიაგნოსტიკური კვლევის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, ლუგარის ცენტრის დაარსების მიზანი, სწორედ COVID-19-ის მსგავსი ეპიდემიების გამოვლენა და მათზე რეაგირება იყო.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უფრო მეტმა ქართველმა შეიტყო იმ მნიშვნელოვანი საქმის შესახებ, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა და შევძლოთ ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირება ამ რეგიონში“,-აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს