ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 799 ადამიანი დაიღუპა.

როგორც შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ აღნიშნა, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში 24 საათში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში ჯამში 159 937 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 7 067 გარდაცვლილი.

ნიუ-იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი მეზობელ ნიუ ჯერსის შტატში. აქ 47 437 ინფიცირებული და 1 504 გარდაცვლილია.

რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ჯამში 450 000-მდე ინფიცირებულია. ვირუსს ემსხვერპლა 15 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო განიკურნა 24 562 პაციენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა