საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადარჩენილებიც და მაშველებიც უვნებლები არიან.

„გემ BELLATRIX-ის 12 მეზღვაურის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ARIFE-ს ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის 6 ქართველი მონაწილეობდა.

გადარჩენილებიც და მაშველებიც უვნებლები არიან“,-იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მომხდარ ფაქტს ერთ-ერთი მეზღვაური, გიორგი თუშმალიშვილი ასე იხსენებს:

“კასაბლანკისკენ მივცურავდით 8 აპრილს, დილის 4 საათზე ღია ზღვაში ცეცხლმოდებული გემი შევამჩნიეთ და SOS სიგნალი მივიღეთ. ეკიპაჟი სწრაფად მოემზადა ოპერაციისთვის. 12-ვე ადამიანი გადმოვიყვანეთ ჩვენს გემზე”, -აცხადებს გიორგი თუშმალიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს