„ლელო საქართველოსთვის“ - სრულიად მიუღებელია პრემიერ-მინისტრის მცდელობა, ერთი ადამიანი წარმოაჩინოს სახელმწიფოს დამზღვევად და პრაქტიკულად, ჩამნაცვლებლად

სრულიად მიუღებელია პრემიერ-მინისტრის მცდელობა, ერთი ადამიანი წარმოაჩინოს სახელმწიფოს დამზღვევად და პრაქტიკულად, ჩამნაცვლებლად , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პარტია ბიძინა ივანიშვილის მიერ COVID-19-ის ფონდში გადარიცხულ თანხას ეხმიანება.

„ლელო საქართველოსთვის“ პრემიერის ამ განცხადებას, შეურაცხმყოფელს უწოდებს.

„დღეს საქართველო უმძიმეს ბრძოლაში იმყოფება. ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია სოლიდარობის და მხარდაჭერის სანიმუშო მაგალითები, რასაც ყოველდღე ვხედავთ ამა თუ იმ საჯარო პირის, ბიზნესის თუ კერძო ინიციატივების სახით. ცხადია, ამ ფონზე მისასალმებელია დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ COVID-19-ის ფონდში შეტანილი გამორჩეული ფინანსური წვლილიც. თუმცა, სრულიად მიუღებელია პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მცდელობა, ერთი ადამიანი წარმოაჩინოს სახელმწიფოს დამზღვევად და, პრაქტიკულად, ჩამნაცვლებლად. პრემიერის განცხადება, რომ „ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემურად სჭირდება, გვეხმარება“, პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ მმართველობის 8 წლის განმავლობაში ,,ქართულმა ოცნებამ'' ვერ შექმნა სახელმწიფო, რომელიც გარანტად დაუდგებოდა ჩვენს მოქალაქეებს და არ გადააზღვევდა მათ ერთ პირზე, რომელსაც კონსტიტუციური სტატუსიც კი არ გააჩნია.

9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ამგვარი განცხადების გაკეთება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენთვის, ასევე იმ ადამიანების ხსოვნისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა! ეს არის არა დამოუკიდებელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, არამედ ვასალის მიერ გაჟღერებული პირფერობა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

თუ დაზღვევაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის დაზღვევა სწორედ 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობაა, ეს დაზღვევა დღეს არის ჩვენი სამედიცინო დარგის მუშაკები, ჩვენი ჯარი, პოლიცია, საჯარო მოხელეები, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეები, რომლებიც იჩენენ მაღალ საზოგადოებრივ თვითშეგნებას და სოლიდარობის უპრეცედენტო უნარს. ეს არის ის, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო და ფუჭია ყველა სხვა სურვილი თუ მცდელობა, ჩანაცვლდეს და დაკნინდეს სახელმწიფოებრიობის რეალური საფუძვლები.

ამასთან, ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტებია ის, ვისაც აკისრია კრიზისის დაძლევაზე პასუხისმგებლობა და საქართველოს მოქალაქეები სწორედ მათგან ველით ქმედით და დროულ ნაბიჯებს, რათა ვუპასუხოთ ქვეყნის წინაშე არსებულ უმძიმეს გამოწვევებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო