საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად  განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ COVID 19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს 2 მიმართულებით: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა; მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3321 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.

განახლებული მონაცემების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-mfa-stats.aspx?fbclid=IwAR0UMHxmglch9w63C81O-TM5RlRyT22u9gNN6tBG1IYVfh6Hnkjr-uDr640

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს