დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კვლავ საავადმყოფოში რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

„იგი შესანიშნავ განწყობაზეა, ის პალატაში დაბრუნდა, სადაც ყურადღებით დააკვირდებიან გამოჯანმრთელების ადრეულ ფაზაში“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ამ ამბავს „ტვიტერზე“ უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „მშვენიერი ახალი ამბავია: პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახლახანს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოიყვანეს. გამოკეთდი ბორის“, - წერს ტრამპი.

ბორის ჯონსონი 10 დღე სახლში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვირას ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი დღე დაჰყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა