აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს , - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს, საქართველოს მოქალაქის ქვეყანაში ჩამოსვენება მაინც მოხერხდა.

„როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს. ამის მიუხედავად, საქართველოს გენერალური საკონსულოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივად იმყოფებოდა კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და უზრუნველყოფდა ოჯახს შესაბამისი საჭიროებებით. მარიამ კალომლეწავს, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, აშშ-ში 2019 წლის სექტემბრიდან მკურნალობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიამ კალომლეწავის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა