კახა კუჭავა - ქველმოქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნამდვილად უმსგავსო საქციელია

ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი - 100 მილიონი ლარი გადარიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში. თანხა ანგარიშზე დაჯდა, რაც დადასტურებულია და ასეთი საკითხების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იმ ყველაზე რთულ დროს, რომელშიც საქართველო და მთლიანად მსოფლიოა, ნამდვილად უმსგავსო საქციელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა, ოპოზიციის შეკითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარის დახარჯვის გამჭვირვალობას შეეხებოდა.

„პირიქით, არის რაღაცები, რასაც ღირსეულად უნდა შეხვდე და თქვა, რომ დიახ, მივესალმებით, რა კარგია და იქნებ ეს დაეხმაროს ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც ძალიან დაზარალდა“, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, არავის უკვირს რატომ არის ოპოზიცია კრიტიკული და „ზოგადად, ძალიან დაბნეული“.

„მართლაც, ბევრი დადებითი ხდება და ბევრ შექებას ვიმსახურებთ. დღესაც, რამდენიმე წერილი იყო, თუ როგორ ძალიან მაღალ დონეზე აფასებენ ჩვენი პარტნიორები მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამ დროს ოპოზიციას საკრიტიკო არაფერი რჩება და რაღაცას ხომ უნდა მოედავონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს