100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად მიიღო ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციამ ჩინეთში ინფიცირების შესახებ პირველად მიიღო ინფორმაცია და რომელსაც ახლა covid19-ად მოვიხსენიებთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ბოლო 100 დღეა, ჩვენი ურყევი ვალდებულებაა, ვემსახურებოდეთ მსოფლიოს ხალხს თანასწორად, ობიექტურად და ნეიტრალურად. ჩვენ ვიქნებით ამაზე ფოკუსირებული მომდევნო დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში“,- წერს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოესი დღეების განმავლობაში განახლებულ „სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმას წარადგენს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა