ანგელა მერკელი - საჭიროა მოთმინება, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ, ჩვენ ამ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოუწევს მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ. მისი თქმით, ახლა მოთმინებაა საჭირო.

„საჭიროა მოთმინება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანებმა დისტანცია შეინარჩუნონ და ხელები ხშირად დაიბანონ“, - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერეციაზე.

მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება მცირედით შენელდა გერმანიაში, კორონავირუსი არ გაქრება მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - დასძინა კანცლერმა.

ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის პიკი იყო, ახალი შემთხვევების რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 605 277 კორონავირუსის შემთხვევაა დარეგისტრირებული. ინფექციას 95751 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: ანგელა მერკელი - საჭიროა მოთმინება, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ, ჩვენ ამ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა