ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა, მათგან ერთი 6 წლის ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 3 ახალი პაციენტი დაემატათ. მათგან ერთი 6 წლის ბავშვია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია, დედა-შვილს კი გადმოკვეთილი აქვს რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვარი.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19. სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის კლასტერს, მათგან ჩვენთან ორი ოჯახის წევრი მკურნალობს. დღეს დადასტურებული შემთხვევა კი არის ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცი," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, მათ კლინიაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორი პაციენტი არის საყურადღებო, ხოლო 18 წლამდე ასაკის სულ 7 პაციენტია.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა, მათგან ერთი 6 წლის ბავშვია

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს